მეუფე იაკობი – “უგულავა თუ ვაჟკაცია, შემხვდეს, ნუ იმალება”

მეუფე იაკობი - "უგულავა თუ ვაჟკაცია, შემხვდეს, ნუ იმალება"გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს საპატრიარქო იმ ძალადობაზე, რაც საზოგადოებამ ბოლო 2 დღის განმავლობაში იხილა? – კითხვის საპასუხოდ ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი ამბობს, რომ – არა.

– ერთ რამეს გეტყვით ახლა: ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ, მათ უკან ვინც იდგა რა, უშუალოდ თაბაგარზე არ ვლაპარაკობ, მათ უკან ვინც იდგა და აძალებდნენ, არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ, ვიცოდი

ბატონი უგულავა რომ გამოდის და ხან პატრიარქზე იძახის, ჯერ ვაჟკაცი კაცი უნდა იყოს და არ იმალებოდეს, ჩემთან თუ რამე გასარკვევი აქვს, შეუძლია შემხვდეს და რაღაცეებს რომ გვაბრალებს, თავის თავს მიხედოს იმან, – განაცხადა  მეუფე იაკობმა.

მთავარი