მეუფე იოანე – “რატი წვერავამ თვითონ შემოიხია საროჩკა და ჩხუბი დაიწყო” – რას პასუხობს ჟურნალისტი

მეუფე იოანე - "რატი წვერავამ თვითონ შემოიხია საროჩკა და ჩხუბი დაიწყო" - რას პასუხობს ჟურნალისტიქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ამტკიცებს, რომ 5 ივლისს “ფორმულას” ჟურნალისტმა, რატი წვერავამ “საროჩკა” თვითონ შემოიხია და ჩხუბი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქცია სწორედ საპატრიარქოს მიერ იყო წახალისებული.

“საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი. იძახის, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო, რაში დაგეხმარო ძმა, გინდა შენთან ერთად ვლნაძღო გარშემო ხალხი?!” – თქვა მიტროპოლიტმა.
გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს როგორ ძალადობენ რატი წვერავაზე, როგორ ურტყამენ მას წიხლებს, იქვე იმყოფბებიან სასულიერო პირებიც, რომლებსაც არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მასზე თავდასხმა სწორედ მეუფე იოანემ წაახალისა.

“მეუფე, რა თქმა უნდა, მე შემოვიხიე პერანგი, იმიტომ, რომ სველი მქონდა, მე მივიყენე ფიზიკური დაზიანებები სახეზე, თავზე, სხეულზე, თქვენ საერთოდ რა შუაში ხართ. რეალურად კი მეუფე იოანე გამრეკელი იყო ადამიანი, რომელმაც ბიძგი მისცა ჩემზე განხორციელებულ ძალადობას, კიდევ კარგი, რომ არსებობს ტელევიზიების მიერ გადაღებული კადრები, არსებობს ფოტოები, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჩემზე, თორემ დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები ამ ვერსიას განავითარებდნენ”, – თქვა რატი წვერავამ.

მთავარი