“მითხრეს, ფილტვები გადაეკეტა და თრომბი განვითარდაო” – საქართველოს და საბერძნეთის მოქალაქე ზურა ზაალიშვილი კოვიდით გარდაიცვალა

"მითხრეს, ფილტვები გადაეკეტა და თრომბი განვითარდაო" - საქართველოს და საბერძნეთის მოქალაქე ზურა ზაალიშვილი კოვიდით გარდაიცვალა„შენ ჩემი გულის დიდი დანაკლისი და დიდი ტკივილი ხარ. სევდით სავსე მოგონებებთან დაგვტოვა შენმა კეთილმა გულმა. ნათელში იყოს შენი ლამაზი და უბოროტო სული ჩემო ძმაო… არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ ტკივილს გააქარწყლებს. ნათელი და სანთელი ჩემო ზურო იმ ქვეყნად…“- ასე ემშვიდობება სოციალურ ქსელში ნათესავი მომღერალ ზურა ზაალიშვილს, რომელიც 26 ივლისს საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა კაცი საბერძნეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე იყო.

„პრაიმტაიმი“ გარდაცვლილის მეუღლეს, ანა ზაალიშვილს ესაუბრა.

„არაფერი აწუხებდა, ისეთი ჯანმრთელი იყო, 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია. ბოლო დროს ყელს ხშირად იტკიებდა. პერიოდულად ახველებდა მაგრამ არაფერი საგანგაშო არ ყოფილა. არ ვიცი როგორ და ვისგან დაინფიცირდა. ის სოფელში, კახეთში იყო წასული. ერთ დღესაც მომწერა, მგონი კოვიდი მაქვსო. მერე ტესტმაც დაადასტურა…

მაღალი სიცხის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში ყოფნის დროს ჟანგბადის მაჩვენებელი 12-ზე დაუვარდა და მერე რეანიმაციაში გადაიყვანეს.

მითხრა, რომ უკვე კარგად გრძნობდა თავს, სიცხეც აღარ ჰქონდა. ჟანგბადის დონემ აიწია, მაგრამ აპარატი მაინც ეკეთა. ორ დღეში მომხსნიანო, მწერდა. დილით მომწერა, ახლა კარგად ვარ და ხვალ დილით უკეთესად ვიქნებიო და… იმ ღამეს არ ვიცი, რა მოხდა… დაიღუპა. მითხრეს, ფილტვები გადაეკეტა და თრომბი განვითარდაო. არ ვიცი… მიზეზს აღარ დავეძებ, ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო…

– ზურა, მომღერალი იყო ხომ?

– თავიდან სამეგობროში წრეში მღეროდა. როდესაც საბერძნეთში წავედით საცხოვრებლად, რამდენიმე  მეგობართან ერთად ქორწილებში იწვევდნენ ხოლმე.

გარდაცვლილს ორი შვილი ჰყავს.

პრაიმ ტაიმი