მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი „ლამბადა“ ვრცელდება. ამის შესახებ ჯანმო–ს გადაუდებელი დაავადებების განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა.
„ლამბადას“ შტამი ვრცელდება მთელ რიგ ქვეყნებში, ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა ამ დროისთვის ახალი შტამი 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ექსპერტის თქმით, აღნიშნული შტამი პირველად პერუში 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა და მალევე გავრცელდა სამხრეთ აფრიკის კონტინენტზე.
ამ დროისთვის უცნობია რამდენად ეფექტურია უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის მიმართ.

