მუხიანში, 175-ე სკოლაში, გამოცდაზე აბიტურიენტი ცუდად გახდა

მუხიანში, 175-ე სკოლაში, გამოცდაზე აბიტურიენტი ცუდად გახდამუხიანში, 175-ე საჯარო სკოლაში, გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა.

როგორც EDU.ARIS.GE- წერს, გოგონას დახმარება შიდა ტერიტორიაზე განთავსებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს.

აბიტურიენტი ცუდად უჰაერობის გამო გახდა. ექიმებმა სატელეფონო კონსულტაცია გაიარეს და გადაწყდა, რომ გოგონა ტესტზე მუშაობას გააგრძელებს.

მსგავსი სიტუაციის დროს აბიტურიენტს საგამოცდო დროსაც უმატებენ.

დღეს 2021 წლის აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდა დღესაც ორ სესიად წარიმართება.

რუსთავი 2