დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ბასილ კობახიძის პროფილი ბნელებმა დაბლოკეს დროებით, ამიტომ მისი სურვილით ვდებ მის ახალ განცხადებას:
ორი სასულიერო პირი სცემდა ლექსო ლაშქარავას, ერთი არის დიაკონი ნიკოლოზ კუპრეიშვილი აბაშიდან (მარჯვენა ფოტოზე), მეორეს სახელი თუ ვინმემ იცით, დაწერეთ (მარცხენა ფოტო). ორივე დღესვე უნდა დააკავოს პოლიციამ, როგორც დანარჩენი ანაფორიანი მოძალადეები, მათ შორის მეუფე იოანე გამრეკელი, დეკ. შალვა კეკელია და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი.“