პორნოგრაფიული პოსტისთვის მამა იოსებ ღლონტს მღვდელმსახურება შეუჩერდა

პორნოგრაფიული პოსტისთვის მამა იოსებ ღლონტს მღვდელმსახურება შეუჩერდამეუფე იოსებმა შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებს (ღლონტი) მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა რამდენიმე თვით მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სასულიერო პირის მხრიდან სოციალურ ქსელში პორნოგრაფიული ფოტომონტაჟის გავრცელება გახდა.

ფოტომონტაჟი ჟურნალისტებს, მათ შორის, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს, ეხებოდა.

“მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო. რამდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება,” – აღნიშნა მეუფე იოსებმა.