ყვარელში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა

ყვარელში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადასტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად, სოფელ ახალსოფელში, ჩანტლისყურში, მთისძირსა და ჭიკაანში 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა.

მუნიციპალიტეტში მასშტაბით, ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს.

რა რაოდენობის ზარალია და მოხდება თუ არა ანაზღაურება, ჯერ კიდევ უცნობია.

სტიქია იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.

რუსთავი 2