“ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოსო” – გორის მე-5 სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი მოხსნეს

"ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოსო" - გორის მე-5 სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი მოხსნესგორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქარელმა საქართველოში აშშ-ის  საელჩოს ფეისბუკის გვერდზე არაკორექტული და უხამსი შინაარსის კომენტარი დაწერა. დირექტორის პოსტიდან წასვლა, სავარაუდოდ, ამ ფაქტს უკავშირდება.

საქართველოში აშშ-ის საელჩო რადიკალებისა და პროპუტინისტული ჯგუფების მიერ  5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა:

„ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე“, – აღნიშნულია საელჩოების განცხადებაში, რომელზეც ქარელმა შემდეგი კომენტარი დაწერა: ,,ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, არ გსმენიათ?“

მთავარი