საფრანგეთში სამკურნალოდ წასული ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

საფრანგეთში სამკურნალოდ წასული ქართველი მამაკაცი გარდაიცვალასაფრანგეთში, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი 46 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. იგი პარიზში ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა.

„ძალიან გულსატკენი და შემზარავი ამბავი შევიტყვეთ ამ დილით. უკვე, მერამდენე უბედურებაა ღმერთო!?… მწარედ ატირებული დედები, დები, მეუღლე, შვილები… კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა ჩვენი სოფლის თავს, უფალმა მიიბარა უსათნოესი ოჯახის ალალმართალი შვილი – ირაკლი თაკალანძის სახით. ძნელია ირაკლიზე ისაუბრო წარსულში. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ ოჯახს, სრულიად სანათესაოს და საახლობლოს. მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა ჩვენი ძმის, ირაკლის სულს, იქ სადაც მართალნი განისვენებენ. ოჯახს კი სულის სიმხნევეს და ჯანის სიმრთელეს ვუსურვებ”,- წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი დემურ სოტკილავა.

მისივე განმარტებით, მის ცხედარს თბილისში ჩამოასვენებენ და მერე ენგურის ხიდიდან ოკუპირებულ სოფელ მეორე ოტობაიაში გადაასვენებენ.

„ირაკლის დასტირის მთელი ოჯახი, სოფელში რა თქმა უნდა, ბევრი ვერ ჩავა და მის ახლობლებს და ნათესავებს ენგურის ხიდთან მოგვიწევს მის ცხედართან დამშვიდობება, რაც სოფლის მერამდენე და ამავდროულად ორმაგი ტრაგედიაა, რომ ვერ გადადიხარ და ვერ იტირებ მიცვალებულს”,- გვითხრა სოფელ ოტობაიის მკვიდრმა ე. ჩიკვატიამ. გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და რვა წლის ქალიშვილი დარჩა.

პრაიმტაიმი