საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა

საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა“საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის”, ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა. კვლევის შესახებ OC MEDIA-სთვის მომზადებულ სტატიაშია საუბარი.

ISSP-მ კვლევამ 33 ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში, ჩაატარა. მათ რესპოდენტებს ჰკითხეს არის თუ არა არასწორი სქესობრივი კავშირი ერთი სექსის ორ ზრდასრულ ადამიანს შორის. საქართველოში გამოკითხულთა 84%-მა პროცენტმა თქვა, რომ ეს ყოველთვის არასწორია.

ამ მაჩვენებლით, საქართველო ქვეყნების სიის სათავეშია, მას 80%-ით თან მოსდევს თურქეთი, 78%-ით ფილიპინები და 69%-ით კი რუსეთი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხვა აზერბაიჯანსა და სომხეთში არ ჩატარებულა.

უნგრეთში, რომელსაც ევროკავშირი ჰომოფობიური კანონმდებლობის მიღების გამო მწვავედ აკრიტიკებს,
გამოკითხულთა 45%-მა თქვა, რომ ეს “ყოველთვის არასწორია”.

მონაცემები განსხვავებულია ასაკისა და სქესის მიხედვით. მონაცემები აჩვენებს, რომ ახალგაზრდები ნაკლებად ჰომოფობები არიან, ქალები კაცებთან შედარებით კი მეტად ჰომოფობები. რაც შეეხება 35-54 წლამდე ასაკის მონაცემებს, აქ ქალებიც და კაცებიც თანაბრად ჰომოფობები არიან.

მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყნები უფრო მეტად ჰომოფობიურები არიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. ამ მხრივ კვლევაში გამონაკლისი იყო თურქეთი, რომელიც მუსლიმური ქვეყანაა და ის პირველ ადგილს იკავებს.

მთავარი