საქართველოში ბოლო 24 საათში 130 ბავშვი დაინფიცირდა კოვიდით – უმრავლესობას დელტა შტამი აქვს

საქართველოში ბოლო 24 საათში 130 ბავშვი დაინფიცირდა კოვიდით - უმრავლესობას დელტა შტამი აქვსკორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა უკვე საგანგაშოა – არსებული საწოლფონდი საკმარისი აღარ არის, მცირეწლოვანი პაციენტების მისაღებად არაპედიატრიული კლინიკებიც ემზადებიან, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფო.

სპეციალისტთა განმარტებით, დღიური შემთხვევების ათი პროცენტი სწორედ ბავშვებზე მოდის- მაგალითად, მხოლოდ დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში კოვიდით თითქმის 130 ბავშვი დაინფიცირდა, მათგან უმრავლესობას დელტა შტამი აქვს.

მომატებულია მძიმე შემთხვევებიც. გამოსავლად ექიმები ზრდასრულების ვაქცინაციას ასახელებენ.

რუსთავი 2