ნინო ზამბახიძე შანაე ბრუკის შესახებ ფეისბუქში წერს:
“შანაე ბრუკი ჩამოვიდა ავსტრალიიდან, აქ მუშაობდა რამდენიმე ადგილას ინგლისურენოვან პედაგოგად. ზაფხულის არდადეგებს ატარებდა საქართველოში და ორი დღის წინ ჩამოვიდა აჭარიდან “ბაიკით.” ეს აქტიური გოგონა ცხოვრობს გოგებაშვილზე. საიდანაც გუშინ (როგორც მეგობარს ტელეფონზე უთხრა, 11 ზე დაამთავრა ონლაინ სამსახური და გავიდა სავარჯიშოდ) გავიდა და წავიდა მთაწმინდის მიმართულებით “hike-ზე” სადაც ხშირად დადიოდა მარტოც და მეგობრებთან ერთადაც.
მის ბოლო კვალზე მისივე მეგობარი (რომელიც უცხოეთშია) საუბრობს. შუადღეზე სატელეფონო ზარის მომენტში ამ გოგონას საშინელი განწირული ხმები მოესმა, თითქოს “she was being attacked by someone” და შველას ითხოვდა ვიღაცას უყვიროდა “ხელი გამიშვიო”.

