ბოლო დღეებია, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რაც უამრავ ადამიანს უქმნის დისკომფორტს.
“დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე +35 – +41 გრადუსის ფარგლებში იქნება. სანაპირო რაიონებში +30 -+35 გრადუსია ნავარაუდევი. მთასა და მაღალ მთაშიც მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. თბილისში დღეს, ხვალ და ზეგ ჰაერის ტემპერატურა + 39 – +40 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. 21 ივლისს გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე იქნება წვიმა. ნალექიანი ამინდი 23 ივლისამდე გაგრძელდება”, – უთხრა “მშობლებს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.

