თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდამომღერალი და ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. მან instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა.

„მოვიდა დრო, რომ გითხრათ, რატომ არ ვჩანდი ამდენი ხანი, კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი. ახლა დავასრულე ეს პერიოდი, რომელიც ეკუთვნის მასთან ბრძოლას. სრულიად უსიმპტომო ვიყავი და ანტისხეულებიც მქონდა. ერთადერთი გზა ამ ვირუსთან ბრძოლის, არის აცრა და ყველა უნდა ავიცრათ“,- განაცხადა თიკა ფაცაციამ.

შეგახსენებთ, თიკას პირველად კორონავირუსი 2020 წლის ოქტომბრის თვეში დაუდასტურდა.