ბათუმში ქალის კორპუსიდან გადავარდნის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
შემთხვევა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. “მთავარის” ცნობით, 51 წლის ქალი მაღალსართულიანი კორპუსის მე-13 სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილობრივი მცხოვრებია.
ქალი ავტომობილს დაეცა. შემთხვევის ადგილას ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალს ცოტა ხნის წინ და გარდაეცვალა და ის სტრესის ფონზე, მაღალი სართულიდან გადმოხტა.
ქალი მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მთავარი