ბათუმში კორპუსიდან ქალი გადავარდა და მანქანას დაეცა

ბათუმში კორპუსიდან ქალი გადავარდა და მანქანას დაეცაბათუმში მაღალსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქალი ავტომობილს დაეცა. მათივე თქმით, შემთხვევის ადგილას ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. ცნობილი ხდება, რომ ქალი მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნიუპოსტი

ტვ 25-ის ფოტო