ვაკო ავალიანმა მაესტროს დირექტორის პოსტი დატოვა – “უცნობის დაბრუნება ჩემთვის მიუღებელია”

ვაკო ავალიანმა მაესტროს დირექტორის პოსტი დატოვა - "უცნობის დაბრუნება ჩემთვის მიუღებელია"ვაკო ავალიანი ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორის პოსტს ტოვებს და Facebook-ზე წერს, რომ არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, არხის ახალი პრიორიტეტები კი მისთვის მიუღებელია.

“ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს” – წერს ვაკო ავალიანი.