“ვიძახდი, შეიძლება იყოს მსხვერპლი” – ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ფალავანდიშვილი

"ვიძახდი, შეიძლება იყოს მსხვერპლი" - ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ფალავანდიშვილი5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ის პასუხისმგებლობას არ იღებს.

მან 5 ივლისს თქვა, რომ შეიძლება, იყოს მსხვერპლი, დღეს კი ეს განცხადება საზოგადოებას შეახსენა.

“თავიდანვე ვიძახოდი, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი, თუ ისინი [თბილისი პრაიდი] მოისურვებდნენ გარეთ გამოსვლას”, – ამბობს ის პრაიმტაიმთან.