ზუგდიდში, დევნილების დასახლებაში 5 არასრულწლოვანი მოიწამლა

ზუგდიდში, დევნილების დასახლებაში 5 არასრულწლოვანი მოიწამლამძიმეა 5 არასრულწლოვნის მდგომარეობა, ისინი ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ჩასახლებული დევნილები მოიწამლნენ – მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ, დაბინძურებული წყალია, რომელიც კომბინატის დასახლებას გრაფიკით მიეწოდება და მოსახლეობა მას სასმელად იყენებს.

ამ დროისთვის მძიმეა 5 არასრულწლოვნის მდგომარეობა, ისინი ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.