Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 744 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 358 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 386 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 031 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.70% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.40%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 585 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 473 502.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 101 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა, აჭარა – 449, იმერეთი – 493, ქვემო ქართლი – 247, შიდა ქართლი – 222, გურია – 127, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 294, კახეთი – 343, მცხეთა-მთიანეთი – 83, სამცხე-ჯავახეთი -100, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.

