5.914 ინფიცირებული, 49 გარდაცვლილი, 3.316 განკურნებული – 17 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა

5.914 ინფიცირებული, 49 გარდაცვლილი, 3.316 განკურნებული - 17 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკაStopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 878 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 374 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 504 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 496 376-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.71% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.09%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 432 506.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 532 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა – 877, იმერეთი – 789, ქვემო ქართლი – 355, შიდა ქართლი – 318, გურია – 188, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 313, კახეთი – 452, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62.