96 წლის მზექალა შანიძე ფაიზერის ვაქცინით აიცრა

96 წლის მზექალა შანიძე ფაიზერის ვაქცინით აიცრაკაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა,- ამის შესახებ ენათმეცნიერმა და ფილოლოგმა მზექალა შანიძემ განაცხადა, რომელიც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტროში ავრცელებს. 95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა და გამოსავალს ახლაც იმუნიზაციაში ხედავს.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით.