აირაი – “გამოკითხულთა 45% კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს”

აირაი - "გამოკითხულთა 45% კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს"„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 45% კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა.

კითხვაზე, ვაქცინების ხელმისაწვდომობის ზრდისა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობისას რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება, გამოკითხულთა 18%-მა აღნიშნა, რომ ვაქცინას გაიკეთებდა მაშინვე, როგორც კი ეს მისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა, 19%-მა განაცხადა, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აიცრებოდა, გამოკითხულთა 7% ამბობს, რომ აიცრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს კანონი ან მისი დამსაქმებელი. მხოლოდ 5% კი აცხადებს, რომ უკვე ვაქცინირებულია.

მიმდინარე წლის თებერვალში დასმულ კითხვაზე კი: მას შემდეგ რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება, 20% აცხადებდა, რომ მიიღებდა ვაქცინას, როგორც კი ეს მისთის ხელმწისაწვდომი იქნებოდა, 24% აცხადებდა, რომ ვაქცინას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიიღებდნენ, 39% კი ვაქცინაციაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.

ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა, 25% „ფაიზერს“ ენდობა, „სინოფარმს“ -8%, „ასტრაზენეკას“ – 7%, სინოვაკს -4%, მოდერნას კი – 1%.