„ახალი თაობის“ ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი გარდაიცვალა

„ახალი თაობის“ ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი გარდაიცვალა„ახალი თაობის“ ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი გარდაიცვალა.

„ირაკლი აღარ მყავს, მისმა გულმა ვერ გაუძლო ამ ტანჯვას“ , – წერს ფეისბუქში ირაკლი გოგორიშვილის მეუღლე, ეკა ჯავახია.

ირაკლი კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული. გარკვეული დროის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც აპარატზე იყო შეერთებული. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარე ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო, ირაკლის გულმა უმტყუნა და ის გარდაიცვალა.

ირაკლი გოგორიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა „ახალ თაობაში“. ის ყოველთვის გამოირჩეოდა წესიერებით, ნიჭიერებით და საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულებით.

ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას.