ახალციხეში ბაზრის სასაკლაოდან ნარჩენებს მდინარე ფოცხოვში ყრიან

ახალციხეში ბაზრის სასაკლაოდან ნარჩენებს მდინარე ფოცხოვში ყრიანსაქონლის სისხლი, ნარჩენები, ბაქტერიები, არასასიამოვნო სუნი – ამ ყველაფრის ატანა ახალციხის მაცხოვრებლებს მხოლოდ იმის გამო უხდებათ, რომ ბაზრის სასაკლაოდან სისხლს და ნარჩენებს პირდაპირ მდინარე ფოცხოვში ყრიან. მდინარე, რომელიც ახალციხელი ბავშვებისთვის ზაფხულში გაგრილების ერთადერთი საშუალებაა, უკვე დიდი ხანია ინტენსიურად ბინძურდება. ბაზრის დირექტორი, რომელიც გარემოს დაბინძურებაზეა პასუხისმგებელი, ფაქტს უწყლობით ხსნის.

ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა. რა სანქცია დაეკისრება ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ფაქტად რჩება, რომ მდინარეების დაბინძურება სხვადასხვა ტიპის ნარჩენებით ქვეყანაში კვლავ დიდ პრობლემად რჩება.

რუსთავი 2