ამირან გამყრელიძე – “სექტემბერში მილიონი აცრა უნდა ჩავატაროთ”

ამირან გამყრელიძე - "სექტემბერში მილიონი აცრა უნდა ჩავატაროთ"ჩვენი წლევანდელი სამიზნე არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად აცრა, ეს არის მილიონ 700 ათასი ადამიანი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამუყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, როდესაც ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც იკლებს.

„იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ვითარების გაუარესება შევაჩეროთ, მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია. 30%-ზე უკვე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება ჩერდება, ხოლო 40%-ის შემთხვევაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე სერიოზულად იკლებს. აგვისტოში გავდივართ 650 000 აცრაზე და ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატაროთ, ეს არ არის მილიონი ადამიანი, არამედ მილიონი აცრა, რადგან იცით, რომ ვაქცინა ორჯერადად კეთდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იპნ