„არ მინდა ზედმეტად შევაშინო დედები“ – პედიატრი ქეთი ლობჟანიძე

„არ მინდა ზედმეტად შევაშინო დედები“ – პედიატრი ქეთი ლობჟანიძესაფრანგეთში მოღვაწე პედიატრმა ქეთი ლობჟანიძემ ტვ „პირველის“ ეთერში ისაუბრა, თუ როგორ ვითარდება დელტა-შტამი ბავშვებში.

„წინა შტამები ბავშვებს არ ერჩოდა. ამ შტამით ბავშვები უფრო ხშირად ინფიცირდებიან. საავადმყოფოებში ბავშვების რაოდენობა დღითიდღე მატულობს.

ეს გრიპის სიმპტომებით იწყება. რაც მოიაზრება მაღალი ტემპერატურით. ადრე არ იყო სურდო, ახლა არის უკვე. ასევე შეიძლება იყოს ღებინება, მუცლის ტკივილი… არ მინდა ზედმეტად შევაშინო დედები, მაგრამ ამავე დროს არ უნდა გამოგვეპაროს, რომ შეიძლება ძალიან მძიმე გართულებამდე მივიდეთ,“ – აცხადებს ქეთი ლობჟანიძე.

პედიატრი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან, როგორც ცნობილია, დელტა-შტამით ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან.