“აცრას სპეციალურად ჯავშნიან და მერე აუქმებენ” – გუშინ 3.000 ჯავშანი გაუქმდა

"აცრას სპეციალურად ჯავშნიან და მერე აუქმებენ" - გუშინ 3.000 ჯავშანი გაუქმდა1 დღეში  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე ჯავშანი 3 ათასამდე ადამიანმა გააუქმა. მიზეზებს ჯანდაცვა შეისწავლის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ადამიანების ნაწილი ვირუსით დაავადდა და აცრაზე ამიტომ არ გამოცხადდა.

გუშინ გვქონდა 19 ათასი ჯავშანი და დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე. ჩვენ ვსწავლობთ გაუქმების მიზეზი რა იყო, შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ჯავშნის და აუქმებს. თუმცა შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და აღარ მიდიან აცრებზე, გვქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნილი ჰქონდათ “სინოფარმი” და გადაჯავშნეს “ფაიზერი”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ტვ პირველი