“ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი” – გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა

"ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი" - გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვატელეწამყვანმა გურამ როგავამ ტელეკომპანია რუსთავი 2 დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჟურნალისტი ავრცელებს.

“მადლობა “რუსთავი 2”-ს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის.

მადლობა ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ორი წლის განმავლობაში ჩემს პროფესიულ განვითარებაზე გულწრფელად ზრუნავდა, მეხმარებოდა და მაძლიერებდა.

სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, – ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი.

ცვლილებების დროა!

მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.S.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა.

მეამაყება თითოეული გადაცემა, რომელიც ამ მოკლე დროში მოვამზადეთ.

ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავაბრუნე “პოსტსკრიპტუმი”, რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით.

მჯერა, იგივე ამბიციით მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს “რუსთავი 2”-ზე არ მოხდება!

დროებით!”, – წერს როგავა.
გურამ როგავა ბოლო პერიოდში აქტიურად გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით მმართველი გუნდის მიმართ. როგავა 5 ივლისის მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში სწორედ ხელისუფლებას აკისრებდა პირდაპირ პასუხისმგებლობას. როგავა ასევე აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციებში.

მანამდე კი “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურამ როგავა რუსთავი 2-მა გაათავისუფლა. ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “მთავარი აქცენტები” რუსთავი 2-ს მიმართა და სთოხვა ამ საკითხზე განმარტებების გაკეთება. აღნიშნული ინფორმაცია მაშინ ჟურნალისტმა არ დაადასტურა.