ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში დღეს დილით სახლი დაიწვა, რომელშიც იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ცხოვრობდა.
ცოლ-ქმარი 101 წლის ნოე და მარუსა მუმლაძეები ხანძარს ემსხვერპლნენ.
„ერთ დღეს დაბადებულნი ერთ დღეს აღესრულნენ…
დაქორწინდნენ 25 წლისანი. აღესრულნენ 101 წლისანი. ნათელი დაუმკვიდრდეთ…“ – წერს ფეისბუქზე როლანდ ხოჯანაშვილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია