„ერთ დღეს დაბადებულნი, ერთ დღეს აღესრულნენ…“- ჭიათურაში 101 წლის ცოლ-ქმარი ხანძარმა იმსხვერპლა

„ერთ დღეს დაბადებულნი, ერთ დღეს აღესრულნენ...“- ჭიათურაში 101 წლის ცოლ-ქმარი ხანძარმა იმსხვერპლაჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში დღეს დილით სახლი დაიწვა, რომელშიც იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ცხოვრობდა.

ცოლ-ქმარი 101 წლის ნოე და მარუსა მუმლაძეები ხანძარს ემსხვერპლნენ.

„ერთ დღეს დაბადებულნი ერთ დღეს აღესრულნენ…
დაქორწინდნენ 25 წლისანი.  აღესრულნენ 101 წლისანი. ნათელი დაუმკვიდრდეთ…“ – წერს ფეისბუქზე როლანდ ხოჯანაშვილი.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია