გორში ხე სახლს დაეცა – სტიქიამ მუნიციპალიტეტი დააზიანა

გორში ხე სახლს დაეცა - სტიქიამ მუნიციპალიტეტი დააზიანაძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა.გორში, თბილისის ქუჩაზე მოტეხილი ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა და სახურავი დააზიანა, კოსტავას ქუჩაზე კი ქარმა სახლს სახურავი გადახადა, რომლის ფრაგმენტებიც ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილს დაეცა და დააზიანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ განუცხადა, გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, უფლისციხეში კი ამ წუთებშიც გრძელდება. უხვი ნალექის გამო, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორების გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა, რამდენიმე დღით დაიკეტა ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული საგამოფენო სივრცეც.

„ხანგრძლივმა და უხვმა ნალექმა საკმაოდ დაგვაზიანა, ნიაღვრების და ქვა-ღორღის გამო, ჩაიკეტა მუზეუმთან მოსასვლელი გზაც, უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის გამო, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში დღეიდან გადაადგილება ხდება განსხვავებული მარშრუტით. რამდენიმე დღით დაიკეტა ნაკრძალში არსებული საგამოფენო სივრცე-მუზეუმიც. მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით ინტენსიურ რეჟიმში, გვეხმარება მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურებიც, სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება, მუზეუმთან მოსასვლელი გზა გაიწმინდა, თუმცა, გრძელდება მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სხვა წმენდითი სამუშაოები, საბედნიეროდ, ექსპონატები გადაგვირჩა“, – განაცხადა ბადრი გასპაროვმა.