ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“ზოგადად მრჩება შთაბეჭდილება რომ ანტივაქსერების გააქტიურება ხელოვნურად ხდება და ამაში დამნაშავე თავად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა.
მათ სჭირდებათ საკუთარი უსუსურობა საზოგადოების უპასუხისმგებლობას დააბრალოს.
დღეს სიენენზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და გამომუშავებული ანტისხეულების ვაქცინით ჩანაცვლება არასწორია.
პარალელურად განგაში ატყდა იაპონიაში, სადაც ამერიკული მოდერნას ფლაკონებში გაურკვეველი ნივთიერები აღმოაჩინეს, რის გამოც მილიონ ნახევარზე მეტი ვაქცინა დაბლოკეს.
ნორმალურ ადამიანს, რომელიც მსგავს ინფორმაციებს ისმენს, უჩნდება ლოგიკური ეჭვი და უნდობლობა. საუბარი არ მაქვს იმ კატეგორიაზე, ჩიპებს და მხეცის ნიშანს რომ ხედავენ.
ნებისმიერი ძალადობა უკურეაქციას რომ იწვევს არც ესაა ჩემი აღმოჩენა.
როდესაც ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, შეზღუდვების წესით (უფლებების შეზღუდვაც ძალადობაა) იძულებული გახადოს პიროვნება, იმოქმედოს საკუთარი ნების წინააღმდეგ, ბუნებრივია ჩნდება პროტესტი.
საფრანგეთში პროტესტანტთა არცთუ მცირე ნაწილი სწორედ ის ადამიანები არიან რომლებმაც მიიღეს ვაქცინა, მაგრამ წინააღმდეგი არიან ძალადობის, რისთვისაც სოლიდარობას უცხადებენ ანტივაქსერებს.
მოკლედ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია, ღმერთმა იცის….”

