ისრაელში დამზადებული წამლით ბერძენი კოვიდ პაციენტების 93% 5 დღეში განიკურნა

ისრაელში დამზადებული წამლით ბერძენი კოვიდ პაციენტების 93% 5 დღეში განიკურნასაბერძნეთის კლინიკებში მყოფ 90 კოვიდ პაციენტს, რომელთაც დაავადების მძიმე ფორმა ჰქონდათ, ისრაელში დამზადებული წამლით უმკურნალეს.

მკურნალობის შედეგად  დაავადებულთა 93% 5 დღეში განიკურნა.

ეს კოვიდ 19-ის წამლის გამოცდის მეორე ეტაპი იყო.

პირველი ეტაპი ზამთარში ისრაელში ჩატარდა. თელ ავივის სამედიცინო ცენტრში შექმნილი წამლით 30 პაციენტს უმკურნალეს, რის შედეგადაც 29 პაციენტი განიკურნა.

_ ჩვენი მთავარი ამოცანაა დავამტკიცოთ, რომ ეს წამალი უსაფრთხოა, _ განაცხადა პროფესორმა ნადირ არბერმა, – ამ დროისთვის არ გამოვლენილა არც ერთი გვერდითი ეფექტი არც ერთ ჯგუფში, რომელშიც ჩატარდა მკურნალობა.
მკურნალობის მეორე ეტაპი საბერძნეთში იმიტომ ჩატარდა, რომ ისრაელში საჭირო რაოდენობის მძიმე პაციენტების მოგროვება ვერ მოხერხდა.

იერუსალიმ პოსტი