ჯანმო სკოლების გახსნას ითხოვს

ჯანმო სკოლების გახსნას ითხოვსჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და იუნისეფის ერთობლივი განცხადების მიხედვით, ევროპის მასშტაბით სკოლები ღია უნდა დარჩეს და პერსონალისა და ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო უნდა გახდეს

“პანდემიამ გამოიწვია განათლების ყველაზე კატასტროფული შეფერხება ისტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ სწავლა საკლასო ოთახებში შეუფერხებლად გაგრძელდეს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გახსნან სკოლები და მოვუწოდებთ ყველა სკოლას, მიიღონ ზომები კოვიდ 19- ის გავრცელების რისკის შესამცირებლად”, – აცხადებს ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი.