კახა კალაძემ ნაგავი გაიტანა – “გაფიცვის მომწყობებს დავსჯით”

კახა კალაძემ ნაგავი გაიტანა - "გაფიცვის მომწყობებს დავსჯით"„ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ გუშინ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით.

თბილისის მერმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში წუხელ პირადად მიიღო მონაწილეობა.

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა, კონკრეტულად მემანქანეებმა გაფიცვა გადაწყვიტა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით, რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები. უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაფიცვის მცდელობა იყო. ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იპნ