უბედური შემთხვევა კახეთში – კაცს ავტომობილი დაეცა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ავტომანქანის სახელოსნოში მოხდა.
„პრაიმნიუსის“ ინფორმაციით, კაცს, სახელოსნოში მოწყობილ სპეციალურ სადგამზე აწეული ავტომანქანა დაეცა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანა.
მამაკაცს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი გამოდგა, ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავები მოკვლევას ატარებენ.