კახეთში მამაკაცს სახელოსნოში მანქანა დაეცა

კახეთში მამაკაცს სახელოსნოში მანქანა დაეცაუბედური შემთხვევა კახეთში – კაცს ავტომობილი დაეცა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ავტომანქანის სახელოსნოში მოხდა.

„პრაიმნიუსის“ ინფორმაციით, კაცს, სახელოსნოში მოწყობილ სპეციალურ სადგამზე აწეული ავტომანქანა დაეცა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანა.

მამაკაცს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი გამოდგა, ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავები მოკვლევას ატარებენ.