კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალასაქართველოში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. ის 7 თვის ფეხმძიმე იყო და ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, “ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა შედეგი არ დადგა”.

“რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა”, – ამბობს ტიკარაძე.