„რატომ დატოვე შენი პატარები, ნორი” – კოვიდით თბილისში გარდაცვლილი ორსული 19 წლის ნორიკო თევზაძეა

„რატომ დატოვე შენი პატარები, ნორი" - კოვიდით თბილისში გარდაცვლილი ორსული 19 წლის ნორიკო თევზაძეაკორონავირუსით გარდაცვლილი ორსული 19 წლის ნორიკო თევზაძეა. ის მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.
„რატო დატოვე შენი პატარები ნორი, ჩვენ ასე ნაადრევად რატო გამოგვაკლდი, მეორე შვილი არც კი გინახავს… მეიმედებოდა რომ ნახავდი“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ახალგაზრდა ქალი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 36 კვირის ორსული მათთან 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი მდგომარეობა 1 აგვისტოს უფრო დამძიმდა, რის გამოც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მას შემდეგ ის რეანიმაციაში იმყოფებოდა, ხოლო გასულ ღამით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, აცრილი არ იყო.

“კურიერის” ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნული ფაქტი, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევაა.