მანანა მაჩაბელი გარდაიცვალა

მანანა მაჩაბელი გარდაიცვალა81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი. მანანა მაჩაბელი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე სხვადასხვა გადაცემის წამყვანად.

მანანა მაჩაბელი ასევე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.

მანანა მაჩაბელმა სამსახიობო საქმიანობა 1961 წლიდან დაიწყო. 1961-1963 წლებში იყო სანკულტურის თეატრის მსახიობი; 1963-1964 წლებში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1964-1967 წლებში კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967-1987 წლებში ქ. რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1977-1991 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი, წამყვანი; 1991-1997 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის სპეციალისტი; 1992-1996 წლებში მოზარდთა სახლ „ამქორის“ ფსიქოლოგი-პედაგოგი (დრამოთერაპია); 1977-1988 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი – თეატრისა და კინოს სამეცნიერო კვლევების სექტორი, შემოქმედებითი კვლევის ლაბორატორია – ფსიქოლოგი, უმცროსი-მეცნიერ თანამშრომელი, 1988-2007 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წლიდან დღემდე იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი (ზოგადი ფსიქოლოგია, ხელოვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კონფლიქტებისა და სტრესების მართვა, კომუნიკაციის თეორია).

მინიჭებული ჰქონდა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი (2006).

პრაიმ ტაიმი