ფიტნეს ცენტრი „სნეპი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„უმძიმესი დღე გვაქვს… სნეპმა დაკარგა ოჯახის წევრი, მეგობარი! ყველაზე გვერდში მდგომი, კეთილი, ძლიერი და უსაყვარლესი მესტო აღარ გვყავს!“ – წერს ფიტნეს ცენტრის ადმინისტრაცია.
როგორც კომენტარებში წერენ, ირაკლი მესტიაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულია, თუმცა ზუსტად რამ გამოიწვია სიკვდილი, ამას ექსპერტიზა გასცემს პასუხს.
გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
პრაიმ ტაიმი

