მეუფე ნიკოლოზი – “ექიმთან კონსულტაცია გავიარე და მან აცრა არ მირჩია”

მეუფე ნიკოლოზი - "ექიმთან კონსულტაცია გავიარე და მან აცრა არ მირჩია"ახალციხის და კუმურდოს მიტროპოლიტი აცხადებს, რომ გაიარა კონსულტაცია ექიმთან, რომელმაც აცრა არ ურჩია. მეუფე ნიკოლოზს არ დაუკონკრეტებია ექიმის ვინაობა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი დღეს სამების ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფებოდა. მეუფე ნიკოლოზმა გაახმოვანა საპატრიარქოს პოზიცია, რომ აცრას, ან აუცრელობას ზიარებასთან კავშირი არ ექნება.

ვაქცინაცია არ არის რელიგიური შინაარსის თემა. ერთადერთი რელიგიური შინაარსის არის ის, რომ არ შეიძლება ადამიანისთვის დაძალება არც აცრის, არც აუცრელობის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ფაქტს ზიარებასთან კავშირი არ ექნება. ეს უნდა გადაწყვიტოს თვითოეულმა მოქალაქემ პიროვნულად, ექიმებთან კონსულტაციების შედეგად.

ვაქცინაციის დემონიზაცია მიუღებელია, რომ ყოველგვარი მცდელობა,  ვაქცინაციაში რაიმე ეშმაკისეული ჩავტენოთ… ეს სამედიცინო შინაარსის თემაა. ასე რომ, ყველა ადამიანმა პიროვნულად გადაწყვიტოს.

მე გავიარე კონსულტაცია ექიმთან და მან არ მირჩია აცრა – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ტვ პირველი