მორიგი ანტირეკორდი – საქართველოში კოვიდით 4.827 ადამიანი დაინფიცირდა

მორიგი ანტირეკორდი - საქართველოში კოვიდით 4.827 ადამიანი დაინფიცირდაStopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43.932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4.827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1.895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43.932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15.258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28.674 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428.670-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.08 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388.893-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5.910 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4.827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2.297 შემთხვევა, აჭარა – 634, იმერეთი – 494, ქვემო ქართლი – 253, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 224, კახეთი – 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.