“ნეტა ავცრილიყავი, ზაზა” – პროფესორი ლადო ბიბილეიშვილი კოვიდით გარდაიცვალა

"ნეტა ავცრილიყავი, ზაზა" - პროფესორი ლადო ბიბილეიშვილი კოვიდით გარდაიცვალაჩაჩავას კლინიკის ცნობილი რადიოლოგი, ლადო ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზაალ კოკალია ლადო ბიბილეიშვილთან მიმოწერას აქვეყნებს, სადაც რადიოლოგი აცრის აუცილებლობაზე საუბრობს.

“ნეტავი ავცრილიყავი, ზაზა. ასე არ დამიმძიმდებობდა სიტუაცია. აცრილები, სავარაუდოდ, ადვილად გადაიტანენ. აქ აცრილებიც წვანან. მგონია, რომ ვაქცინს შენახვის რეჟიმს არღვევენ, რისი დიდი შანსი არის და შედეგიც სახეზეა. აცრას ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ბიბილეიშვილი მეგობარს.

ტვ პირველი