“ფეისბუქში თავის გვერდზე ყველაფერი წაშლილი აქვს” – პოლონეთიდან ქუთაისში ჩასულ ნოდარ თამარიანს ისევ ეძებენ

"ფეისბუქში თავის გვერდზე ყველაფერი წაშლილი აქვს" - პოლონეთიდან ქუთაისში ჩასულ ნოდარ თამარიანს ისევ ეძებენმე­ო­თხე დღეა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი 20 წლის ნო­დარ თა­მა­რი­ანს ეძე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდის ოჯახ­მა გა­ავ­რცე­ლა. მათი თქმით, ნო­დარ თა­მა­რი­ა­ნი 14 აგ­ვის­ტოს ვარ­შა­ვი­დან ქუ­თა­ის­ში ჩა­მოფ­რინ­და, მე­ო­რე დღეს კი მისი კვა­ლი გაქ­რა. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ თა­მა­რი­ა­ნი აე­რო­პორ­ტი­დან სას­ტუმ­რო­ში წა­ვი­და, ღამე იქ გა­ა­თია, მე­ო­რე დღეს კი თბი­ლი­სის­კენ მო­მა­ვა­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის­კენ წა­ვი­და, სა­ი­და­ნაც მისი კვა­ლი გაქ­რა.

ambebi.ge ნო­დარ თა­მა­რი­ა­ნის დე­დას, ეკა ლა­ლო­ი­ანს ესა­უბ­რა.

– ნო­და­რი 14 აგ­ვის­ტოს ჩა­მოფ­რინ­და ქუ­თა­ის­ში, კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ის კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტში გა­დის რე­გის­ტრა­ცი­ას მშვი­დად, წყნა­რად, მერე მი­დის სას­ტუმ­რო­ში ტაქ­სით, ერთ ღა­მეს ათევს იქ, მე­ო­რე დღეს კი 10 კა­მე­რა აფიქ­სი­რებს, რომ გა­მო­დის სას­ტუმ­რო­დან, მი­დის სად­გუ­რის­კენ, სა­ი­და­ნაც თბი­ლი­სის­კენ გა­მო­დის სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი და იმის იქით აღარ ჩანს. ნო­და­რი ჩაჯ­და თუ არა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, ეგ უკვე აღარ ვი­ცით, იქ იკარ­გე­ბა კვა­ლი. არა­ფე­რი ვი­ცით. თუ კი ვინ­მემ რამე იცის, სად­მე ნახა ჩემი შვი­ლი, დაგ­ვი­რე­კეთ, მი­თხა­რით, სად არის ეს ბავ­შვი. იქ­ნებ ცუ­დად არის და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა… კად­რე­ბი ვნა­ხეთ და ნო­და­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან მარ­ტო ფიქ­სირ­დე­ბა.

 – ჩა­მოს­ვლი­სას შე­გეხ­მი­ა­ნათ?

– არა, არ შეგ­ვხმი­ა­ნე­ბია, არც ჩვენ ვი­ცო­დით, თუ ჩა­მო­დი­ო­და. ნო­და­რი პო­ლო­ნეთ­ში ჩემს მულ­თან იყო, 2 წელი ხორ­ცის ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და პა­ტი­ოს­ნად, არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. იქაც სახ­ლი­დან ისე გა­მო­სუ­ლა და წა­მო­სუ­ლა, არც მულ­მა იცო­და რამე. მერე, 2 დღე რომ არ გა­მოჩ­ნდა, ჩემი მული პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და. ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი, უპ­რობ­ლე­მო, ჯან­მრთე­ლი ბავ­შვია, ამი­ტომ გვიკ­ვირს მის­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლია ნო­დოს­გან.

ძებ­ნა­ში მთე­ლი იმე­რე­თის პო­ლი­ცი­აა ჩარ­თუ­ლი და არა მარ­ტო იმე­რე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ეძებს ყვე­ლა, მაგ­რამ კვალ­ზე ვერ გა­დი­ან. რა ვი­ფიქ­რო, მტე­რიც არ ჰყო­ლია, არც კონ­ფლიქ­ტუ­რია, არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, არც იმ­დე­ნი ფული ჰქონ­და, ვინ­მეს და­ე­ყა­ჩა­ღე­ბი­ნა და რამე და­ე­შა­ვე­ბი­ნა, არც ქალ­ზე გვაქვს ეჭვი, რომ მას­თან იყოს. ადა­მი­ა­ნი ასე რო­გორ უნდა გაქ­რეს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში? არც ბევ­რი ფოტო მაქვს მისი, არ უყ­ვარ­და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წაშ­ლი­ლი აქვს ინ­ტერ­ნეტ­ში. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გახ­სნა მისი “ფე­ის­ბუ­ქი“ და ბავ­შვს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა­ფე­რი წა­უშ­ლია – ფო­ტო­ე­ბი, მე­გობ­რე­ბი… აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი.

– ეს რო­დის გა­ა­კე­თა, ახ­ლა­ხან?

– არც ეგ ვიცი… ქუ­თა­ის­ში ჩა­ვე­დით, შევ­ხვდით გა­მომ­ძი­ე­ბელს და როცა მის გვერ­დებ­ზე შე­ვიდ­ნენ, ბავ­შვს უკვე წაშ­ლი­ლი ჰქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, ეს ჩვენ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო.

– რამე პრობ­ლე­მა ხომ არ ჰქონ­და, ჩა­კე­ტი­ლი ბი­ჭია ნო­და­რი?

– არა­ფე­რი, ძა­ლი­ან გვიკ­ვირს ყვე­ლას ნო­დოს­გან. ვერ ვხსნით, რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ტი­ვი, რომ ბავ­შვს ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა. ძა­ლი­ან თბი­ლი, კონ­ტაქ­ტუ­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბი­ჭია. იქ­ნებ თქვენ დაგ­ვეხ­მა­როთ, ვინ­მემ ხმა მოგ­ვაწ­ვდი­ნოთ, იქ­ნებ ჩვე­ნამ­დე ვერ მო­დის და ხმას ვერ გვაწ­ვდენს, და­მეხ­მა­რეთ, გე­მუ­და­რე­ბით!

ამბები