ყველა ინგილო ქართველისთვის პისიარ ტესტირება უფასოა

ყველა ინგილო ქართველისთვის პისიარ ტესტირება უფასოა

ჟურნალისტი სერგო კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„31 ივლისიდან საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბ-ნ ამირან გამყრელიძის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებისთვის პისიარ ტესტირება და ვაქცინაცია უფასოა.

აქამდე აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსვლისას და საქართველოდან აზერბაიჯანში გამგზავრებისას საკმაოდ დიდ თანხას იხდიდინენ პისიარ ტესტში. ასევე ზოგიერთ მათგანს, ვინც თბილისში სწავლობს და მუშაობს, ვაქცინაციის სურვილი ჰქონდა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო უფასო აცრა მათთვის მიუწვდომელი იყო.

პისიარ ტესტის უფასოდ ჩატარებისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველები უნდა დაუკავშირდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს, ბ-ნ კოტე ქვათაძეს ტელეფონზე 591298602

ამიერიდან სურვილის შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველებისთვის ასევე უფასო იქნება ვაქცინაცია საქართველოში.“