ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ორსულს ნაყოფი დაეღუპა – პაციენტს საკეისრო კვეთას  ვერ უკეთებენ

ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ორსულს  ნაყოფი დაეღუპა - პაციენტს საკეისრო კვეთას  ვერ უკეთებენქუთაისის კლინიკა “ბომონდში” 31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა.

7 თვის ორსული პაციენტი ქუთაისის კლინიკაში ბათუმიდან ორი დღის წინ ჩაიყვანეს. მძიმე მდგომარეობის გამო ნაყოფი მალევე დაიღუპა, თუმცა ექიმები საკეისრო კვეთას ამ დრომდე ვერ უტარებენ და ვერც თბილისში გადაჰყავთ, რადგან მათი განცხადებით, პაციენტი მგზავრობას ვერ გაუძლებს.

კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ნაყოფის დაბადება ბუნებრივი გზით მოხდება.