რუსთავი 2-ის თანამშრომელი კახა ნატრიაშვილი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

რუსთავი 2-ის თანამშრომელი კახა ნატრიაშვილი კოვიდ 19-ით გარდაიცვალაკორონავირუსით “რუსთავი 2-ის” კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა. მას ინფექცია 9 დღის წინ დაუდასტურდა და გუშინ გარდაიცვალა.

გართულებული მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” კახა ნატრიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

3 დღის წინ ინფექციას ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი ემსხვერპლა, ის 50 წლის იყო.

რუსთავი 2